ახალი ნაპრალები წყნეთი-ბეთანიას გზაზე - სპეციალისტები კატასტროფულ შედეგებს არ გამორიცხავენ

14.05.22 13:33
ახალი ნაპრალები წყნეთი-ბეთანიას გზაზე - სპეციალისტები კატასტროფულ შედეგებს არ გამორიცხავენ

წყნეთი-ბეთანიის ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. ბზარებია ცენტრალურ გზაზეც. სპეციალისტები, რომლებმაც აღნიშნული ადგილი უკვე დაათვალიერეს, ამბობენ, რომ მეწყერის დაძვრის შემთხვევაში, კატასტროფა მოხდება. მათი თქმით, აღნიშნული ადგილის შესწავლას და პრევენციული ზომების გატარებას  მერიას დიდი ხანია სთხოვდნენ,  თუმცა უშედეგოდ.

ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გვაქვსრა ხდება ადგილზე, მაგრამ ის ბზარები, რაც ვნახეთ ყველამ, ჩემთვის სიურპრიზი არ იყო, იმიტომ, რომ ისედაც ცხადია, რომ ეგ ზონა მეწყრულია და პრინციპში, ყველთვის იმას ვამბობდით, რომ მაგ ზონაში 2015 წლიდან მოყოლებული ყველაზე უსაფრთხო ადგილი ის არის, სადაც ჩამოვიდა უკვე მეწყერი. დიდ მეწყრამდე და მეწყერის შემდეგ რაც არის დარჩენილი, ეგ არის განსატვირთი ზონა, რომელიც ადრე თუ გვიან განიტვირთებოდა. გეო-ფიზიკური კვლევაა ჩასატარებელი, ბურღია გასაკეთებელი, დადგნდეს რა სისქის მეწყრული სხეულია. ვიმედოვნებთ, რომ მასშტაბური პრობლემა არ არის, თუმცა გამომდინარე იქიდან, თუ რა ადგილას არის განვითარებული, გამორიცხული არც ეგ არის, - ამბობს სპეციალისტი. 

ემუქრება თუ არა თბილისს 13 ივნისი მსგავსი კატასტროფა, სამხარაულის ექსპერტთა ჯგუფმა უნდა გაარკვიოს, რომლებსაც ადგილზე ამ დრომდე ელოდებიან. 

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ამ დრომდე მერიას განცხადება არ გაუვრცელებია. 

მსგავსი სიახლეები