რაჭაში სკოლის მოსწავლემ თანატოლი სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა თლუღის ტყეში?
შემზარავი ამბავი რაჭაში - 15 წლის სკოლის მოსწავლემ, ერთი წლით უმცროსი მეზობელი, მამის სახელზე რეგისტრიტრბული სანადირო თოფით ტყეში მოკლა. ოჯახი ბურუსით მოცული მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვს.
შემთხვევა 26 მარტს, შაბათს, ქვემო თლუღის ტყეში მოხდა, 14 წლის ბიჭს, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი.
პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს, რადგან საგამძიებო უწყება თვლის, რომ ეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა იყო. 15 წლის მოზარდი, მოკლულის დასაფლავების დღეს გამოუშვეს ციხიდან, საქმეზე კი მისი მამა დააკავეს. ზრდასრულ კაცს, ირაღიას შენახვის წესის დარღვევის გამო დააკავა.
რას შეეწირა სკოლის მოსწავლე და როგორ განხორციელდა სასიკვდილო გასროლა სანდირო თოფიდან ამ კითხვებზე ოჯახის მტკიცებით მათთვის საგამძიებო უწყებას პასუხი არ გაუცია. მოკლული ბავშვის მშობლებს აქვთ ვერსია რომ მათი შვილი თანასოფლელმა არასრუწლოვანმა ან გაზნრახ მოკლა ან ტყეში მათ შორის დაპიპირება მოხდა, რომელიც გასროლით დასრულდა.
ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, იარაღი სახლში წამოიღეს და სავარუდოდ გაწმინდეს. მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობისთვის დაკავებულის მამამ სანადიო თოფითად მეორე ტყვია გადაადგო. მკველობაში ბრალდბულის ოჯახი სატელევიზიო ინეტრვიუზე უარს ამბობს. ბავშვის დედა აცხადებს რომ მისი შვილის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი