უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - რატი შურღაია რუსულ აგრესიას იზიუმთან ემსხვერპლა

15.05.22 11:07
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - რატი შურღაია რუსულ აგრესიას იზიუმთან ემსხვერპლა

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ქართველი ჯარისკაცი რუსულ აგრესიას იზიუმთან ემსხვერპლა. დაღუპული სამხედროს თანამებროძოლები "პირველებს" უყვებიან, რომ რატი შურღაიას საომარი მოქმედებების ზონაში კანტუზია განუვითარდა, უკარნეილმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 32 წლის მებრძოლი მძიმე დაზიანებების მიუხედავად მტერთან ბრძოლას განაგრძობდა.

ამ დროისათვის რატი შურღაიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აფეთქებებშ ქალაქ იზიუმთან მოვყევით. მას ძლიერი კანტუზია ჰქონდა. ახლა მივდივარ გენერალურ შტაბშ, სადაც უფრო მეტ დეტალს გავიგებ, - ამბობს თანამებრძოლი. 

რატი შურღაიას მდგომაროების სესახებ ოჯახის საუბრობს.  

დაჭრილი იყო რატი, ცოტა იმკურნალა კიევში და მერე არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, დაბრინდა და აი, რა მოხდა. კანტუზია ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო... ვურეკავდი, გადასხმებს იკეთებდა და უკან უნდა დავბრუნდეო და წავიდა უკან...და გუშინ აი, ეს მოხდა, - ამბობს დაღუპულის დედა. 

რატი შრღაია უკრაინაშ მარტის თვიდან იბრძოდა და ის მთელი ამ ხნის განმავლობაშ ბსარძლო მოქმედებებშ აქტიურად მონაწილეობდა.  

რატი შურღაიას გარდა რუსულ აგრესიას უკრაინაშ კიდევ 11 ქართელი მებრძოლი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები