რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში - ალან გაგლოევი ბიბილოვს აკრიტიკებს
გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადების გამო აკრიტიკებს. ირკვევა, რომ ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმი ისე დააანონსა, რომ ეს არც ალან გაგლოევთან და არც რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებია.
გაგლოევი აღნიშნავს, რომ გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანებას ერთიანი რუსეთის შემადგნელობაში, თუმცა აღნიშნული საკითხი გადაწყვეტა ამ ეტაპზე ნაადრევად მიაჩნია.
ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან მიერთების განკარგულებას ხელი ორი დღის წინ მოაწერა.