"წნევა ვერ დავუგდეთ და დაიღუპაო" - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა მომხდარის შესახებ ყვება

15.05.22 13:10
"წნევა ვერ დავუგდეთ და დაიღუპაო" - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა მომხდარის შესახებ ყვება

უკრაინაში დაღუპული რატი შურღაიას მამა შვილთან ბოლო კომუნიკაციასს იხსენებს და იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მას შვილის თანამებრძოლებმა უამბეს. 

დაიღუპა რატიო... როგორ, შვილო, მეთქი, დამიკავშირდა, ველაპარაკე-მეთქი. ტყვია არ არის მოხვედრილი, ასე მითხრესო. წნევამ აუწია და საავადმყოფოში წავიყვანეთო და წნევა ვერ დავაგდეთო და დაიღუპა. თურმე, არ შეიძლებოდა, ორი კვირა უნდა ყოფილიყო ნემსების ქვეშ და განძრევა არ შეიძლებოდა. ეს 5 დრღ გაჩერებულა და მეორე სართულზე ყოფილა, იქიდან გადამხტარა და წასულა, აქ რა მინდა საავადმყოფოშიო, - ამბობს რატი შურღაიას მამა. 

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ქართველი ჯარისკაცი რუსულ აგრესიას იზიუმთან ემსხვერპლა. დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები "პირველებს" უყვებიან, რომ რატი შურღაიას საომარი მოქმედებების ზონაში კანტუზია განუვითარდა, უკარნეილმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 32 წლის მებრძოლი მძიმე დაზიანებების მიუხედავად მტერთან ბრძოლას განაგრძობდა.

ამ დროისათვის რატი შურღაიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

 

მსგავსი სიახლეები