პატიმრობა, ჯარიმა თუ თავისუფლება - ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
პატიმრობა, ჯარიმა თუ თავისუფლება - ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს "რუსთავი2"-ის საქმეზე ასამართლებენ. რამდენიმე საათში სასამართლო იტყვის, გამოიყენა თუ არა გვარამიამ "რუსთავის2-ის" დირექტორობის დროს უფლებამოსილება ბოროტად.
ნიკა გვარამიასთან ერთად საქმეს კიდევ ორი ბრალდებული, კახა დამენია და ზურაბ იაშვილი ჰყავს.