"ბორჯომის" ადმინისტრაცია მუქარაზე გადავიდა - დასაქმებულები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

15.05.22 15:31
"ბორჯომის" ადმინისტრაცია მუქარაზე გადავიდა  - დასაქმებულები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

კომპანია "ბორჯომის" ადმინისტრაცია მუქარასა და შანტაჟზე გადავიდა. კომპანიის ხელმძღვანელობა ქარხნის თანამშრომლებს მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.

რუსი ოლიგარქის მფლობელობაში არსებული კომპანიის ხელმზღვანელობა თანამშრომლებს ულტიმატუმს უყენებს, მოაწერონ ხელი ახალ ხელშეკრეულებებს, ან სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ასევე, კომპანია თანამშრომლებს დაპირებულ ხელფასისი 50% აღარ გადაუხდის. 

ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. ისინი კომპანიის ადმნისტრაციასთანდ ა ასევე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღდეგ შემთხვევაშ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მიდის ხალხის დაშინება, შანტაჟი, მუქარები. ხალხს აღარ უშვებენ ქარხნებში, დალუქული აქვთ ყველაფერი და ამიტომ, მუქარები იქით შეინახონ და დაველოდებით ჩვენ... მთელი რაიონი დადგება ფეხზე. იქნება ოფიციალურად დიდი საერთაშორისო გაფიცვა ბორჯომის, - ამბობს ერთ-ერთი მუშა. 

კომდაპირისპირება 29 აპრილს ამს შემდეგ დაიწყო, არც ცნობილმა ქართელმა ბრენდმა წარმოება შეწყვიტა. ამის მიზეზი დასავლეთის სანქციები გახდა. კომპანიამ მუშებს  ხელფასები გაუნახევრა, თუმცა არ მისცა მათ გარანტია, რომ ეს დროებით მოხდებოდა. 

მსგავსი სიახლეები