ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ
"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. პენიტენციური სამსახურის მანქანები თბილისიდან უკვე დაიძრნენ.
ცნობისთვის, ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მსგავსი სიახლეები
16.08.26 17:29
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.