როგორც ჩანს, "ოცნებას“ სურს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად - ლიეტუვის სეიმის წევრი
ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ სურს, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა, მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაწილში, ასევე ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ნაწილში. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“ -წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.