,,ბორჯომის" თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან

17.05.22 13:44
,,ბორჯომის" თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან

კომპანია ,,ბორჯომის" ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის 12 საათზე დაანონსებული შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი ის თანამშორმლები არიან, ვინც ბორჯომის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ქარხნის თანამშრომლები ითხოვდნენ, რომ შეხვედრაზე დასწრების უფლება სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებსაც ჰქონოდათ, თუმცა   კომპანიის მენეჯმენტმა  მათთან შეხვედრა არ ისურვა.

,,ბორჯომის" თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია:  სურთ, ქარხნის ადმინისტრაცია მათ იმ 49 თანამშრომელთან ერთად შეხვდეს, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს; გარდა ამის, ძველ სამუშაო პირობებსა და ხელფასის 10%-ით მოიმატებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქარხანაში შესვლას და მუშაობას არ აპირებენ. 

ჯერ-ჯერობით შეხვედრა არ შემდგარა. ჩვენი მოთხოვნაა იმ 49 თანამშრომლის აღდგენა სამსახურში უპირობოდ. მათი აღდგენის გარეშე არავინ აპირებს სამსახურში მუშაობას. -აცხადებენ ბორჯომის თანამშრომლები.

ამ დროისთვის თანამშრომლები აქციებისთვის ემზადებიან. მედიაციის დასრულების შემდეგ პროტესტის ეპიცენტრი სწორედ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გახდება. თანამშრომლები აპირებენ, ფეხით მოაწყონ მსვლელობა ქარხნიდან ბორჯომის მერიამდე. 

მსგავსი სიახლეები