რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა... - საპატრიარქო ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს

17.05.22 15:24
რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა... -  საპატრიარქო  ,,მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს

რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს ოპოზიციური არხის დამფუძნებლის პოლიტიკურ დაკავებასთან დაკავშირებით? უშუამდგომლებს თუ არა  პრეზიდენტს მისი შეწყალების მოთხოვნით? დღეს ,,პირველების" რეპორტიორის -  ამ კითხვაზე საპატრიარქოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ ის გვარამიას გათავისუფლებას არ ეთანხმება.

ანდრია ჯაღმაიძე არ მალავს, რომ გვარამიაზე გაბრაზებულია, ამიტომ  მისი შეწყალების მიზეზს ვერ ხედავს. 

არა მგონია, რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება მისი შეწყალების თხოვნა. - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გვარამიასთან დაკავშირებიოთ კითხვა უპასუხოდ დატოვა პატრიარქის თანამოსაყდრემაც. სასულიერო პირები დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ,,ალტ ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები