8 ქალაქის ჩინოსანს 73 ავტომობილის ნაცვლად 765 ემსახურებოდათ - "ფლანგვის დეტექტორი"

17.05.22 16:36
8 ქალაქის ჩინოსანს 73 ავტომობილის ნაცვლად 765 ემსახურებოდათ - "ფლანგვის დეტექტორი"

იმ ფონზე, როდესაც  ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა კერძო კომპანიის ბალანსზე მყოფი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მოხმარების გამო მიესაჯა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ავტომობილების ოდენობა მთავრობის მიერ დადგენილს 692 ერთეულით აჭარბებს. შესაძლო გადაცდომების შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ნიკა გვარამიას 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კერძო კომპანიის ბალანსზე მყოფი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მოხმარების გამო.  ამავდროულად: აუდიტის სამსახურის სხვადასხვა ანგარიშებით, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, ქობულეთში, ბათუმში, ოზურგეთსა და მარნეულში ავტომობილების ოდენობამ მთავრობის მიერ დადგენილს 692 ერთეულით გადააჭარბა, - იუწყება მედიაპროექტი.

ამასთან, "ფლანგვის დეტექტორის" მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლენილია 1038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა ავტომობილში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ამას კონკრეტული ავტომობილის ავზი ითვალისწინებდა. 

აგრეთვე, 4 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 1,038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა “ჩაასხეს” იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამ ავტომობილების ავზების მოცულობა იყო.
 მაგალითად, მარნეულში ჩინოვნიკებმა 100 ტონამდე საწვავი მოიხმარეს შემთხვევებზე, როდესაც გადაადგილება არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივ საქმიანობასთნან.
ხოლო მარნეულსა და ქუთაისში 14,800 ლიტრი საწვავი დახარჯულია საშვებულებო პერიოდში, როდესაც თანამშრომლები  სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.
 7 მუნიციპალიტეტში - ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმსა და ქობულეთში - საწვავში ჯამში 3,297,346 ლარი დახარჯა.
მუნიციპალიტეტებმა აუდიტის სამსახურს ვერ დაასაბუთეს, რაში ხარჯავდნენ ასიათასობით ლარის საწვავს, თუმცა ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა,
- წერს "ფლანგვის დეტექტროი". 

მსგავსი სიახლეები