"თეთრი ძაფით ნაკერი საქმე" - საერთაშორისო მედია ნიკა გვარამიას დაკავებაზე

17.05.22 17:16
"თეთრი ძაფით ნაკერი საქმე" - საერთაშორისო  მედია ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ხელისუფლების საშიში თამაშები მედიასთან და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე  - ნიკა გვარამიას დაკავებას საქართველოში აკრედიტებული  საერთაშორისო  მედიის წარმომადგენლები  ეხმაურებიან. ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ  ოპოზოციური არხის დამფუძნებლის დაკავებით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად უარი ქვეყნის ევროინეტრგრაციაზე თქვა.


სიტყვები არ არის საკმრისი, აუცილებლად სიტყვებს დუნა მოჰყვეს მოქმედება და შენ თუ ამბობს, რომ შენ გინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 
მედიამენეჯერების დაჭერით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომეს სამართლებრივი თვალსაზრისით, ცხადაია, რომ არის თეთრი ძაფით შეკერილი. არავიტარ შემთხვევაში არანაირი პრესპექტრივა არ აგქვს, რამდეინიც არ უდნა იკლაპარაკო შენ. 8 წლის განმავლობაში ასეთი მიზანმიმართული თავდასხმა მედიაზე, რომელიც თუ არ დაგვირგვინდა, ერთ-ერთი მოვლენა ის არის, რომ მედიამენეჯერი აღმოჩნდა ციხეში, ალბათ ეს არის ყველაზე მძიმე. ნებისმიერი კრიტიკული დამოკიდებულება, რეპორტაჟი ხელისუფლების მიმართ, აღიქმევა როგორც ქვეყნის რალატი, -
ამბობს საერთაშორისო გამოცემა "Reuters"-ში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ჟურნალისტი, მაკა ანთაძე. 
 

ის, რომ ნიკა გვარამიას საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი, ეჭვი  არც "მაესტროს" დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს გააჩნია. მან პირდაპირ თქვა, რომ "მტავარი არხის" დამფუძნებელი პოლიპატიმარია. 

ნებისმიერი დღევანდელი ხელისუფალი, ნებისმიერი ყოფილი ხელისუფლალი, შეიძლება ამ მუხლით დაიჭირო. მე არ მეგულება არცერთი პარლამენტარი, რომლის ოჯახის წევრიც არ სარგებლობდეს მისი მეუღლის მანქანით ან მთავრობის წევრი, რომელიც არ სარგებლობდეს. ეს ყველაზე მარტივი, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით,. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, ამ მუხლით მისი დაჭერა. ნახევარზე მეტი ყოფილი „ნაცები“ არიან, მოსამართლეები ყოფილი „ნაცები“ არიან, მათი მხარდამწერები. ეს იყო ქვეყნის დასავლური ორიენტაციისთვის ზურგში დანის ჩარტყმა, - თქვა ღლონტმა. 
 

ნიკა გვარამია პირველი მედიამენეჯერია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდა.  

"მთავარი არხის" დამფუძნებელს 16 მაისს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები