ნიკა გვარამიას დაკავება და კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა - მედიამენეჯერები აშშ-ს ელჩს შეხვდებიან

18.05.22 11:13
ნიკა გვარამიას დაკავება და კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა  - მედიამენეჯერები აშშ-ს ელჩს შეხვდებიან

"ქართული ოცნების" გამოცხადებულ რეპრესიებს მედია პროტესტით პასუხობს. პირველი, ვისაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი მედიამენეჯერები შეხვდებიან, აშშ-ს ელჩია. ამერიკის საელჩოსთან უკვე მივიდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გაბუნია. ადგილზე მისვლას ტვ პირველის, ფორმულა და კავკასიის გენერალური დირექტორების გეგმავენ.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კელი დეგნანს  ნიკა გვარამიას პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას მიაწვდიან. გიორგი გაბუნიას თქმით, კრიტიკული მედიის წარმომდგენლები აშშ-ს საელჩოს მიკერძოებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასაც მოსთოხვენ. 

ჩვენ პირადად კელი დეგნანთან გვექნება შეხვედრა, სხვა შეხვედრები რამდენად მოხერხდება ჯერ არ ვიცი, ამაზე უდნა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი ჩვენთვის არის, რა ტქმა უნდა, ნიკა გვარამიას თავისუფლება. არა მარტო იმიტომ, რომ ის ჩვენი გენერალური დირექტორია, არა მარტო იმიტომ, რომ ის ჩვენი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს უსამართლობის ჯაჭვი დასრულდეს. როდემდე შეიძლება ჩვენ იცხოვროთ ამ რეჟიმში, როდესაც ვიღაცას იჭერენ, მერე უშვებენ, ისევ იჭერენ, უშვებენ ა.შ. და  მუდმივად ამ ვაჭრობის ფონზე მიდის ჩვენი ცხოვრება. ამერიკის ელჩი ჩვენთვსი წარმოადგენს აშშ-ს, ჩვენ გვინდა იყოს უფრო კატეგორიული, უფრო ქმედითი, - ამბობს გიორგი გაბუნია. 

რა პასუხი იქნება აშშ-ს ელჩს მედიამენეჯერებისთის, ცნობილი შეხვედრის შემდეგ გახდება. 

მსგავსი სიახლეები