კრიტიკული მედია გადასარჩენია - კელი დეგნანთან მედიამენეჯერების შეხვედრა გრძელდება
ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - უკვე საათნახევარია, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები აშშ-ს ელჩს ხვდებიან. თავდაპირველად შეხვედრისთვის ნახევარი საათი იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც ჩანს, კელი დეგნანს მედიამენეჯებთან ბევრი სასაუბრო აქვს. შეხვედრა აშშ-ს საელჩოში იმართება.
შეხვედრის დაწყებამდე ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა ივანიშვილისთის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვახტანგ წერეთლის თქმით, ოლიგარქს კრიტიკული მედიის სახით იმ ხიდის ჩატეხვა სურს, რომელიც დასავლეთსა და საქართველოს ჯერ კიდევ აკავშირებს.
დასავლეთის და საქართველოს პარტნიორობის ერთადერთი ხიდი დარჩა დღეს კრიტიკული მედია. ამ ხიდის ჩატეხვა უნდა ბიძინა ივანიშვილს დღეს. სანქციების გარეშე ბიძინა ივანიშვილი ამ ბოლო ხიდსაც ჩატეხავს, რომ დააშოროს საქართველო და დასავლეთი ერთმანეთს. გვარამია უკვე ციხეშია, მე სასამართლოში ვარ, „ფორმულას“ დამფუძნებელი და დირექტორი სასამართლოშია. ჩვენ ეს ხიდი ურთიერთობის დასავლეთსა და საქართველოს შორის უნდა გადავარჩინოთ, - თქვა წერეთელმა.
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენებტან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის პოზიცია უფრო მკაფიო იყოს.
განსაკუთრებით შარშან 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მედიის თავისუფლების მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად გაუარესებული. მოგეხსენებათ, რომ აშშ არის მსოფლიოში მთავარი დამცველი დემოკრატიული ღირებულებების, შესაბისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩი ჩავაყენოთ საქმის კურსში ყველა იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ასევე, ჩვენ გვინდა, რომ მისი პოზიცია იყოს უფრო აქტიური იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებიც იღებენ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, - ამბობს ზუკა გუმბერიძე.
შეგახსენებთ, რომ მედიამენეჯერები, მედიის წარმომდაგენლები და ასევე ყველა მსურველი სოლიდარობის მარშს გამართავენ. აქცია-მსვლელობა 19:00 საათზე რეპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონდმებლო ორგანოსთან დამთავრდება.