"მოლოდინი და განწყობა პოზიტიურია" - აშშ-ს ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრა დასრულდა
აშშ-ს ელჩთან მედიამენეჯერების შეხვედრა დასრულდა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია კელი დეგნანთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, მხარეებმა ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების გზებზე ისაუბრეს.
მოლოდინი და განწყობა, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივად, არა მარტო ერთმა მხარემ ან მეორემ, არამედ ერთად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე. ძალიან ბევრი სათქმელი გვქონდა ჩვენ, ვერანაირად ვერ ჩავეტიეთ ნახევარ საათში, - თქვა გირგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხზე დღეს მედიამენეჯერები აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრა აშშ-ს საელჩოში გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.