სკოლის ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული მიითვისა და აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა
სკოლის ბიუჯეტის ფული აზარტულ თამაშებში - სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
პროკურატურა ნინო ჯანგველაძისთვის პატიმრობას ითხოვს. ახალგაზრდა ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეგონა, დაახლოებით 85 ათასი უნდა ყოფილიყო ანგარიშზე და დამხვდა 5 ათასი. მივიყვანე ზემდგომ ორგანოში და დაიწყო გამოძიება", - ამბობს სკოლის დირექტორი "ტვ პირველთან".