ხელჩართული ჩხუბი ბათუმში - რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინული დროშა ჩამოხიეს და სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელი სცემეს
რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის დროშა ჩამოხიეს და სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომელი სცემეს. ხელჩართული ჩხუბი ბათუმში მოხდა. ირკვევა, რომ რუსეთის 4 მოქალაქე გუშინ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სათარჯიმნო ბიუროში მივიდა, სადაც მათი გაღიზიანება შენობის შესასვლელში უკრაინულმა დროშამ და რუსული გემის შესახებ ცნობილმა წარწერამ გამოიწვია.
მომხდარის შესახებ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები მედიასთან არ საუბრობენ. ასეთი მითითება მათ პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს.
სათარჯიმნო ბიუროში შემოვიდა რუსეთის 4 მოქალაქე და მათი გაღიზიანება გამოიწვია კარზე გაკრულმა უკრაინის დროშამ შესაბამისი სლოგანით. ჩამოხიეს ეს დროშა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა უთხრეს, რომ ეს კერძო საკუთარებაა და თქვენ არ გაქვთ ამის უფლება, მიაგდეს ეს, დაკუჭული ესროლეს გოგონებს, შემდეგ ხელითაც წაიწიეს, ხელიც ჰკრეს და შედეგად პოლიციას გამოუძახეს უკვე თანამშრომლებმა და ეს დავა გაგრძელდა პოლიციის შენობაში, - ამბობს თვითმხილველი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მოქალაქეები მსგავსს ქმედებას ჩადიან. "პირველები" დაინტერესდა, რატომ არ აკავებენ მსგავსი აგრესიული ქმედებისთის რუსეთის მოქალაქეებს, თუმცა პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია, თავდაპირველად პოლიციის შენობაში ჩაიკეტა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად პრესცენტრს უნდა მივმართოთ.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.