უკრაინაში დაღუპული რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. 32 წლის რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში იმართება. დღესვე ცხედარს საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შურღაიების ოჯახი ხელუსუფლებას დახმარებას სთხოვს. ერთადერთი სახლი, სადაც ოკუპანტების მსხვერპლი უნდა გადაასვენონ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აუქციონზე აქვს გადატანილი. ომში დაღუპლის ოჯახი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ღია ცის ქვეშ დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცი რუსულ აგრესიას იზიუმთან ემსხვერპლა. დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები "პირველებს" უყვებიან, რომ რატი შურღაიას საომარი მოქმედებების ზონაში კანტუზია განუვითარდა, უკარნეილმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 32 წლის მებრძოლი მძიმე დაზიანებების მიუხედავად მტერთან ბრძოლას განაგრძობდა.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.