პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ჯგუფურ წამებას ხელმძღვანელობდა, პასუხისგებაში არ მიუციათ
გლდანი -ნაძალადევის მე-9 სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც მხილებულია დაკავებული პირის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში, , არც პასუხისგებაში მიუციათ და თანამდებობაზეც რჩება.
დავით კანკავა, რომელსაც მოძრაობა ,,სირცხვილიას" დამფუძნებელი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს, ახლა იმალება. ,,პირველების" ინფორმაციით, ის უკვე გამოიკითხა, თუმცა დაკავებული არ არის.
მესამე სექტორი ითხოვს, რომ კანკავას უფლებამოსილება შეუწყდეს და ის პასუხისგებაში მიეცეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პოლიციის მოქმედმა მაღალჩინოსანმა მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, ასევე, პოლიციაის შენობაში არსებული კამერების ჩანაწერი გააქროს, რომელიც ,,სირცხვილიას" თავმჯდომარის წამების კადრებს შეიცავს.
არის ძალიან საგანგაშო გამოვლინება არა მარტო პოლიტიკოსების, ახლა უკვე სამოქალაქო აქტივისტების მიზანმიმართული დევნის. ეს ფაქტი არ იყო დაკავშირებული რაღაც კანონის დარღვევასთან. ადამიანი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, აიგდეს აბუჩად, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული. სწახელმწიფო ორგანოებმა ღიად უნდა დაგმონ, პირველ რიგში და კანონის დამრღვევი პოლიციელები უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას. - აცხადებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
რა მოხდა პოლიცის განყოფილებაში და რატომ აწამეს მოძრაობა ,,სირცხვილიას" დამფუძნებელი? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ,,პირველების" გადამღები ჯგუფი დღეს დავით კანკავას საცხოვრებელ სახლთან მივიდა, თუმცა გადამღებ ჯგუფს კანკავას მეზობლები აგრესიულად დახვდნენ და ტერიტორია დაატოვებინეს.