არ ვუწოდებთ დამნაშავეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება -შსს მინისტრის მოადგილე

20.05.22 16:03
არ ვუწოდებთ დამნაშავეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება -შსს მინისტრის მოადგილე

რატომ არ შეურეჩდა წამებასა და ძალადობაში მხილებულ პოლიციელს,  დავით კანკავას, უფლებამოსილება? შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია. დღეს ვახტანგ გომელურის მოადგილე ცდილობდა, ,,პირველებთან" აეხსნა მიზეზი, თუ რატომ არ დაადეს პოლიცის განყოფილების შეფს ხელბორკილები.

არ ვუწოდებთ დამნაშავეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება- ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. გომელაურის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთასაც მიმდინარეობს.

მჟავანაძის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულ საკითხზე იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც დამოუკიდებელი უწყებაა. თუ დანაშაული დადასტურდება, შესაბამისი ღონისძიებაც გატარდება.

ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმცია, რაც იმას ნიშნავს, თუ ადამიანის მიმართ ბრალი არ დადასტურდა, ის უდანაშაულოდ ითვლება. 

ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

მოძრაობა ,,სირცხვილიაში" განმარტავენ, რომ ფაქტი, როცა მოძალადე პოლიციელი თანამდებობაზე რჩება,  წარმოშობს რისკებს, მათ შორის, არის მოწმეებზე ზეწოლისა და ნივთმკიცებების განადგურების საფრთხე.

მსგავსი სიახლეები