უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის ოჯახს კერძო ბანკი სახლს უყიდის

20.05.22 20:34
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირის ოჯახს კერძო ბანკი სახლს უყიდის

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, რატი შურღაიას, ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება, რადგან დავალიანების გამო მათი სახლი კერძო ბანკმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. 

38 წლის მეომარი, რატი შურღაია, სანამ უკრაინაში ჩავიდოდა, მანამდე პოლონეთში დედასთან ერთად  სამუშაოდ იმყოფებოდა. დედა-შვილი უცხო ქვეყანაში სამუშაოდ ბანკის ვალის გამო წავიდა, თუმცა ომის დაწყებისანავე რატიმ იარაღი აიღო და ფრონტის ხაზზე დადგა. დედა სამუშაოდ პოლონეთში დარჩა, თუმცა ქალმა მარტომ ვერ შეძლოა საბანკო სესხის დასაფარად თანხის მოგროვება, შვილის სიკვიდილის შემდეგ კი ნინო პაპასკირმა პოლონეთი დატოვა და სამშობლოში შვილის ცხედართან ერთად ჩამოფრინდა.

ვიდრე ომში იყო, ბანკმა იძულებითი აღსრულება დაიწყო და შურაღიაების ერთადერთ ბინა აუქციონზე გაიტანა.  შვილის დაკრძალვის შემდეგ შურღაიებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ოჯახი ამბობს რომ გამოუვალ მდომგარეობაში არიან.

ირკვევა, წლების წინ ბანკიდან გამოტანილი სესხი შურღაიების ოჯახმა დაფარა, გადაიხადეს პროცენტის ნაწილიც, თუმცა მოვალე ახლა ჯარისკაცის ოჯახისგან პროცენტის პროცენტს ითხოვს და ამის გამო ბინა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

ყველაფერი არის ათასჯერ გადავადებული, ათასჯერ დავუდექით გვერდში, საკითხს წყვეტს კომიტეტი. შესაბამისად, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის წინააღმდეგი არავინ დადგება- აცხადებენ ბანკში. 

38 წლის ქართველი მეომარი ქალაქ ბუჩაში კვირას დაიღუპა. უკრაინის თავისუფლებისთვის გარდაცვლილ ჯარისკაცს სამშაბათს ვაზისუბნის სასაფლაოზე მხედრული პატივით დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები