რუსეთის კაპიტალი რუსული აგრესიის მსხვერპლებს უნდა გადაეცეს - ზელენსკის მიმართვა პარტნიორებს
"მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც დაზარალდა რუსეთის ქმედებებით, შეძლოს, მიიღოს კომპენსაცია ყველა დანაკარგისთვის"- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზეენსკიმ მორიი მიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმების თანახმად, რუსული კაპიტალი და ქონება, რომელიც ექცევა პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციაში, უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ შემდეგ კი უნდა მოხდეს კონფისკაცია და გადამისამართება სპეციალურად შექმნილ ფონდში, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეეძლება, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.
ეს იქნება სამართლიანი. და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა" - ამბობს ზელენსკი.