ხაშურში ყირიმ-კონგოს შემთხვევა გამოვლინდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას mozaikanews ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნიბით, სოფელში, სადაც ეს შემთხვევა გამოვლინდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
“ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხელებით მიმართა ხაშურის გორმედის საავადმყოფოს, რის შემდეგაც გადაიყვანეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, ამჟამად ქალი თავს კარგად გრძნობს”, – განმარტავს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრი.
მსგავსი სიახლეები
16.08.26 17:29
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.