რას ვეუბნებით სხვა ქალებს?! -თამთა თდაძე ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ ორგანიზაცია საფარი ახალ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
თამთა თოდაძე და მისი ადვოკატები მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებენ, რომელიც ამ დრომდე საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ საჯაროვდებოდა.
ქალი მოსამართლის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს.
ქალბატონ ლიანასაც (მოსამართლეს) მინდა მივმართო: ამდენი მტკიცებულებების ფონზე , ქალებს რა უთხარით? გამოდის, რომ მოძალადე კაცები წავახალსეთ და ქალებს ეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ"- ამბობს თოდაძე.
ორგანიზაცია საფარის ხემძღვანელი, ბაია პატარაია, აცხადებს, რომ ვინაიდან ჯიკარიანი "ქართული ოცნების" წევრია მას მმართველი პარტია ფარველობს.
ილია ჯიშკარიანის შვილი სუს-ში ძალიან მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. მასმხარს თბილისის მერი და მმართველი პარტიის არაერთი პოლიტიკოსი უჭერდა მხარს. სისტემური და პოლიტიკური პობლემების გამო და ამ გამოწვევების გამო, ეს შედეგი დადგა პირველ ინსტანციაში. ცხადია, ჩვენ ავასაჩივრებთ შენდომ ინსტანციაში, რადგან ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შრის ილია იშკარიანის და ქართული ოცნების გავლენებსაც. თ ამ ქვეყანაში ვერ მივაღწევთ სამართლიანობას, ბუნებრივია საერთაშრისო ტრიბუნალს მიმართავთ"- თქვა ბაია პატარაიამ.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლია ორკოდაშვილმა უდანაშაულოდ ცნო.