ცოლის მკვლელობა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ - ავტობუსში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

21.05.22 17:10
ცოლის მკვლელობა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ - ავტობუსში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

თბილისში,  გურამიშვილის გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელბის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როორც "ტვ პირველს" თვითმხილველებმა განუცხადეს, 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. 

მკვლელობა სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ კაცის გაღიზიანება ცოლის ტელეფონზე მოსულმა sms შეტყობინებამ გამოიწვია. 

ერთ-ერთი ინფორმაციით, კაცმა ცოლს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, ქალი ადგილზე არდაიცვალა. მკვლელობის შემდე, კაცი ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას ქუჩაში ელოდებოდა. 

კაცი დაკავებულია, ბავშვები და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები