მკვლელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში - დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
მკვლელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტაში - 31 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. როინ მებონია გამომძებლებს წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
არ იყო მდგრადი ფსიქიკურად. ემჩნეოდა მაგას. ახლახანს ჰქონია მაგას სუციდის მცდელობა, რამდენიმე თვის წინ. ბინიდან გადმომხტარა და გადარჩა, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ გუშნ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. როინ მებონიან ცოლს ყელი გამოჭრა.
31 წლის სოფო მებონიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.