ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ როინ მებონიას ბრალი წარედგინა
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ როინ მებონიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
დაკავებულის უფლებადამცველმა ბრალის წარდგენამდე "პირველებთან" მცირე კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მამაკაცს მენტალური პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ საქმე რეალობის აღქმის დაკარგვასთან, ანუ ჰალუცინაციასთან გვქონდეს.
ფაქტობრივად, ვერ იხსენებს რა მოხდა, ფაქტების დალაგება უჭირს. აქვს მძიმე ემოციური ფონი და ამავე დროს ჯანმრთელობის პრობლემა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობის ისტორიის წარსულიც აქვს მძიმე და ახლაც იყო მძმე მდგომარეობაში, - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. როინ მებონიამ ცოლს ყელი გამოჭრა.
31 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.