ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ როინ მებონიას აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ როინ მებონიას აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მებონია შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობას აღიარებს, ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არ ახსოვს.
დაკავებულის ადვოკატი ღიად ამბობს, რომ უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, ამიტომ ის ციხეში არ უნდა გაუშვან. გამორიცხული არ არის დაკავებულს ფსიქიატრული ექსპერტიზა ჩაუტარდეს და ის ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსონ.
ასევე, უფლებამადველის თქმით, ბავშვები, რომლებსაც დედა თვალწინ მოუკლეს, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. ისინი ამ დროისათვის ნათესავებთან იმყოფებიან, თუმცა შესაძლოა, დროებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ.