"ფაქტებს ვერ იხსენებს, ჯანმრთელობის სერეიოზული პრობლემა აქვს"- ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

23.05.22 11:25
"ფაქტებს ვერ იხსენებს, ჯანმრთელობის სერეიოზული პრობლემა აქვს"- ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულს ფაქტების გახსენება უჭირს. მას ჯანმრთელობის სერეიოზული პრობლემა აქვს და ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს. ბრალდების პოზიციას, პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ვეთანხმებით. სამწუხაროდ, მკვლელობას მცორეწლოვანი ბავშვებიც ესწრებოდნენ, მათზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. ბავშვები ახლა ნათესავებთან არიან."- აცხადებს სულხან კომახიძე. 

ამასთან "ოურველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მოკლული  27 წლის სოფო კვარაცხელიას დედა, შემზარავი ფაქტის შემეგ საავადმყოფოში მოხვდა. 

გამოძიების ინფორმაციით, როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

როინ მებონიას ბრალი გუშიუნ წარედგინა, დანაშაული, რომელსაც ახალგაზრდა კაცს ედავებიან, სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები