მკვლელობა ჯართის გამო - გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ბრალდებულს პოლიცია მფარველობს
მკვლელობა ჯართის გამო - თელავში მოკლული 46 კახა მჭედლიშვილის ოჯახი "პირველებთან" ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, რადგან პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული, სოსო გოგიაშვილი ამ დრომდე არ დაუკავებია.
მისი ბიძაშვილის ქმარი პოლიციელია, ამბობენ, რომ ის მფარველობს"- აცხადებს მჭედლიშვილის და.
მოკლულის დედა, რომელიც სისხლიანი გარჩევისას თავადაც დაიჭრა, ამბობს, რომ სოსო გოგიაშვილმა მათი მისამართით 4-ჯერ გაისროლა. კონფლიქტი კი ბრალდებულის მიერ ჯართის მოპარვამ გამოიწვია.
"4 ჯერ გაისროლა, ფანჯარა ჩატეხა, ჩემს შვილს ვეუბნებოდი, რომ ამდგარიყო, თვალი გაერხილა. უკკაცრესად დასჯას ვითხოვთ. მათ აქ არ ვაცხოვრებთ"- აღნიშნავს მოკლულის დედა.
მჭედლიშვილების განცხადებით, სოფელში სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიცია არ გამოჩენილა.
სოფელ აკურაში 46 წლის კაცი ორი დღის წინ მოკლეს. ბრალდებულმა დაჭრა მოკლულის ძმა და დედა. კიდევ ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. სისხლიანი დაპირისპირება მცირეწლოვანის ბავშვების თანდასწრებით მოხდა.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ძმებმა მჭედლიშვილებმა, რომლებიც ჯართს იბარებდნენ, აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ჯართის რაოდენობა მოპარული იყო, მეზობელთან, მივიდნენ და მასთან საქმის გარჩევა დაიწყეს, რაც მკვლელობით დასრულდა.