9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე და კიდევ 7 უსინათლო სამსახურიდან გაათავისუფლეს

23.05.22 12:25
9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე და კიდევ 7 უსინათლო სამსახურიდან გაათავისუფლეს

რვა უსინათლო სამსახურიდან გაათავისუფლეს - უსინათლოთა კავშირიდან დათხოვნილები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორისაა 9 აპრილის გმირი, ლელა ვეფხვაძე.

"თუ ვინმე არ აგვისხსნის, რა მოხდა და რის გამო დავრჩით სამსახურიდან, ღამეს აქ გავათენებთ" - ეუბნებიან "პირველებს" უსინათლოები. 

უსინათლოთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად, თავმჯდომარის მრჩევლის, რევაზ მაისურაძის, შურისძიების მსხვერპლი ვართ. შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს ჩვეულებრივ ორგანიზაციებში უნდა ასაქმებდნენ.  ჩვენ როგორღაც შევძელით და ჩვენივე კავშირმა დაგვასაქმა, ახლა იმის გამო, რომ პარლამენტმა მიიღო ეს უკანონო კანონი, ჩვენივე კავშირიდან დაგვითხოვეს უსამართლოდ და უმიზეზოდ. 4 თვეა, უხელფასოდ ვართ"- აცხადებს ვეფხვაძე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები