მკვლელობა კახეთში - დამნაშავეს ისევ ეძებენ, სოფელი დახმარებას ითხოვს
საზარელი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ კახა მჭედლიშვილის დედა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სანადირო თოფით დაჭრილ ქალს სამედიცინო შემოწმება ამ წუთებში უტარდება.
გაქცეულ მკვლელს ამ დრომდე ვერ პოულობენ. სოფელი აკურა დახმარებას ითხოვს. თელავის რაიონში ვარაუდობენ, რომ ახლა საფრთხის წინაშე ყველა ის ადამიანი დგას, ვინც გარდაცვლილის ოჯახს მხარს უჭერს.
შეიძლება, აფექტის მდგომარეობაში კიდევ იყოს. სოფელს ეშინია, არ დაბრუნდეს და ვისაც მასთან კონფლიქტი ჰქონდა, რამე არ დაუშავოს. როგორც გავიგე, მას არასრულწლოვანი ბავშვისთვისაც უსვრია, ბიძაჩემი გადაეფარა"- აცხადებს ადგილობრივი.
სოფელ აკურაში 46 წლის კაცი ორი დღის წინ მოკლეს. ბრალდებულმა დაჭრა მოკლულის ძმა და დედაც. კიდევ ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. სისხლიანი დაპირისპირება მცირეწლოვანის ბავშვების თანდასწრებით მოხდა.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ძმებმა მჭედლიშვილებმა, რომლებიც ჯართს იბარებდნენ, აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ჯართის რაოდენობა მოპარული იყო, მეზობელთან, მივიდნენ და მასთან საქმის გარჩევა დაიწყეს, რაც მკვლელობით დასრულდა.