აქცია ნაძალადევის პოლიციასთან - ,,სირცხვილია" სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობას აპროტესტებს

23.05.22 15:44
აქცია ნაძალადევის პოლიციასთან - ,,სირცხვილია" სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობას აპროტესტებს

პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას ამ წუთებში მოძრაობა ,,სირცხვილია" აპროტესტებს. სამოქალაქო აქტივისტები გლდანი-ნაძალადების პოლიციის იმ განყოფილებასთან მივიდნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, გიორგი მჟავანაძეს, ფიზიკური და მორალური  შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთი კვირაა, გახმაურდა ჩემზე ძალადობის შესახებ და ამასთან დაკაშირებით არ მიუღია  არავითარი ზომა ამ განყოფილების უფროსს, დავით წაქაძეს. არის სხვადასხვა ფაქტი, რომ დავით წაქაძე დაკავებულია სხვადასხვა საქმის ჩაფარცხვით. 

ადამიანები, ვინც ჩემზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, დღემდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე. მინდა მათ და მათს ხელმძღვანელს გავესაუბრო, მაგრამ მეუბნებიან, რომ დავით წაქაძე არ მუშაობს აქ. 

თავად უშუალო მოძალადე პოლიციის მაღალჩინოსანი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით კანკავა, აქ არ იმყოფება და სადღაც გადამალულია.

მე მინდა, მოძალადე პოლიციელები ვნახო და მათ თვალებში ჩავხედო - აცხადებს გიორგი მჟავანაძე.

მოძრაობა ,,სირცხვილიას" ხელმძღვანელის, გიორგი მჟავანაძის, ინფორმაციით, 17 მაისს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ექვსმა სამართალდამცველმა მიაყენა, რომელთაგან არც ერთი არც დასჯილა, არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ. 

მსგავსი სიახლეები