ქალი ფსიქიატრიულში 6 თვით უკანონოდ მოათავსეს - გამაოგნებელი ფაქტი საქართველოში

23.05.22 15:01
ქალი ფსიქიატრიულში 6 თვით უკანონოდ მოათავსეს - გამაოგნებელი ფაქტი საქართველოში

სრულიად ჯანსაღი ადამიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ მოთავსების გამო კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დაეკისრა.
ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილში, არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", თბილისის სააპელაციო სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით ქალის უკანონო მოთავსების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის აგვისტოს ნინო* საპატრულო პოლიციამ მისი დის არასწორის ჩვენების საფუძველზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც არ მომხდარა ფაქტების სრული, ობიექტური  გამოკვლევა.

ნინო* ფსიქიატრიულ კლინიკაში 6 თვით, უმიზეზოდ, გაჩერეს. ექიმებმა მხედველობაში მიიღეს არა მისი მონაყოლი, არამედ დის ჩვენება, რომელიც თავად იყო მოძალადე.

PHR-ის დახმარებით ნინომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კანონის დარღვევით მოთავსების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაციამ  ნინო*-ს თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ. 

სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ნინოს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები