ციხიდან გირაოთი გამოშვებულმა კაცმა ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა - თბილისში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები

23.05.22 17:04
ციხიდან გირაოთი გამოშვებულმა კაცმა ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა - თბილისში მომხდარი შემზარავი შემთხვევის დეტალები

თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, მომხდარი დაჭრის შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა. შემზარავი ფაქტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. 

მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა.  "პირველებმა" გაარკვია, რომ მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი დამეუღლესთან  მიახლოება ეკრძალებოდა. 

მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო, თუმცა ციხიდან 3 000 ლარიანი გირაოთი, რამდენიმე დღის წინ, გამოუშვეს. 

ფაქტი დღეს დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები