კამერა ჩამოხსნილია, ჩემზე ძალადობის ამსახველი ჩანაწერები წაშალეს - გიორგი მჟავანაძე

24.05.22 11:39
კამერა ჩამოხსნილია, ჩემზე ძალადობის ამსახველი ჩანაწერები წაშალეს - გიორგი მჟავანაძე

არ არსებობს კამერის ის ჩანაწერები, სადაც ჩემზე ძალადობა ჩანს, ეს ნიშნავს იმას, რომ კამერა ჩამოხსნილია და ჩანაწერები - წაშლილი - ამის შესახებ "ტვ პირველს" მოძრაობა "სირცხვილიას" ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ განუცხადა. 

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ საქმეში არის პოლიციის განყოფილების სხვადასხვა ჩანაწერრები, თუმცა კონკრეტულად ის ჩანაწერი არ არსებობს, სადაც მასზე განხორციელებული ძალადობაა ასახული. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩანაწერები წაშლილია, თვითონ კამერა ჩამოხსნილი. ამითი შსს ცდილობს დაამტკიცოს, რომ იქ კამერა არ იყო"- აცხადებს მჟავანაძე. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.

უწყების ცნობით,  ვიდეოჩანაწერები გამოითხოვეს თუმცა, "მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა" პოლიციის შენობაში აქტივისტის დაკავების გარემოებები.

 "სირცხვილიას" ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში სცემეს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო და გამოძიებას დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ისინი თანამდებობებძე კვლავ რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები