ორი კვირის წინაც მოუვარდა და სცემა - ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

24.05.22 12:00
ორი კვირის წინაც მოუვარდა და სცემა - ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ყოფილი ქმრის მიერ მცირეწლოვანი შვილების წინ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "პირველებს" დაშავებულის ოჯახის წევრები ეუბნებიან, ქალი ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ამ მიზეზით წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 

ამასთან, დაშავებულის ახლობლების თქმით, კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და ქალს ფულს სისტემატიურად თხოვდა. 

სახლიდან წამოსულიც კი იყო და ჩვენთან იყო. იანვრის ბოლოს იყო ჩვენთან მოსული და მას მერე არ დაბრუნებულა. ორი კვირის წინ აქ, სახლში მოუვარდა და ცემა. პოლიცია გამოვიძახეთ, დაიჭირეს, თუმცა 3000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს"- აცხადებს დაზარალებულის ახლობელი. 

შეგახსენებთ, რომ მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. ფაქტი გუშინ დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები