ცემა, წამება და გინება ნახალოვკის პოლიციაში - შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი ფაქტები გასაჯაროვდა

24.05.22 13:59
ცემა, წამება და გინება ნახალოვკის პოლიციაში - შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი ფაქტები გასაჯაროვდა

არაადამიანური მოპყრობა, ცემა წამება და გინება - გლდანი-ნაძალადევის მეცხრე განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ  ახალი ფაქტები გასაჯაროვდა. სამართალდამცავებს ძალადობაში ამჯერად სამი პირი -  თამაზ კუჭაშვილი,  ბექა სამარღანიშვილი  და თორნიკე საღინაძე ადანაშაულებს.

მათი ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევა 2019 წლის 4 თებერვალს მოხდა - ირკვევა, რომ პოლიციის  განყოფილებაში სამართალდამცავები ახალგაზრდებს დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ მათ  სასტიკად გაუსწორდნენ და აწამეს.

ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ სამივე მათგანი "გამოგონილი ბრალდებით" დააკავეს და ისინი ამჯერად სასჯელს იხდიან. მათ 6,7 და 11 წელი მიესაჯათ. 

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების ცემაში სამმართველოს უფროსი ლევან ბიწკინაშივლი და მისი მოადგილე დავით კანკავა პირადად მონაწილეობდნენ. 

სამი ახალგაზრდა ბიჭი, პოლიციის მიერ სასტიკად იყო ნაცემი. არსებობდა მტკიცებულებებიც - ვიდეოკადრებიც. პოლიციისგან ამოღებულ კადრებში, ჩანდა როგორ შლის პოლიცია შენობაში არსებულ სისხლის კვალს. იქ იყვნენ სხცვა მოსწმეები - მშობლები, რომლებიც სხვა ჩვენებას იძლეოდნენ პოლიციის წინააღმდეგ. თუმცა, იმის შემდეგ, რაც მათ შვილებს დაპირდნენ ძალიან მსუყე წლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, შეცვალეს ჩვენება. 

ეს ხალხი არც მალავდა, იმას რომ ისინი დააშინეს, მაგრამ საქმეზე საბოლოოდ, წერტილი არ იქნა დასმული. პირიქით, ახალგაზრდები, რომლებმაც პოლიციის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედეს, ძალიან დიდი ხნით გაუშვეს ციხეში.  (ძალადობის) ერთ-ერთი პირდაპირი მონაწილე იყო, პოლიციის უფროსი, ის უშუალოდ იქ იყო. მაგრამ კანკავა რომ მოვიდა განყოფილებაში ეს ზუსტად მახსოვს"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში გლდანი-ნაძალადევის მეცხრე განყოფილების თანამშრომლებს მოძრაობა ,,სირცხვილიას" ხელმძღვანელიც ადანაშაულებს.   გიორგი მჟავანაძის, ინფორმაციით, 17 მაისს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ექვსმა სამართალდამცველმა მიაყენა, რომელთაგან არც ერთი არც დასჯილა, არც თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ. 

მსგავსი სიახლეები