ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას - მიხეილ სააკაშვილის წერილი
მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ხერხემალზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ხელის კუნთის ატროფია დაეწყო.
ცოტა ხნის წინ "ვივა მედიდან " მესამე პრეზიდენტმა წერილი გამოაგზავნა, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოსახლოებას მიმართავს და ჯანმრთელობის კრიტიკულად მდგომარეობაზე საუბრობს.
ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთლობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად, ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემელზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას. ეს ტრავმა როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეისობით ზურგის არეში მაქვს ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთბენ ტკივილ გამაყიჩებლებს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. ორივე ხელში და სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს. განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.
ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შესაძლოა, მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეიძლებელი იქნება"- წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ეკა ხერხეულიძემ გააჟღერა.
მესამე პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ მოწოდებებით, რომ იწვეს და იკვებოს, საქმე არ სწორდება.
ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა და არც უმადობას ვუჩიოდი. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია"- ამბობს მესამე პრეზიდენტი.