რა მოხდა აბასთუმანში - ობიექტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მამაკაცი შენობიდან გადმოხტა
რა მოხდა აბასთუმანში - სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ 38 წლის მამაკაცი მშენებლობიდან მიზანმიმართულად გადმოხტა. გოგა ცერცვაძის თქმით, მამაკაცს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თვითკმვლელობა სცადა.
5 დღე იყო სულ მხოლოდ აქ და როგორც თქვეს, რაღაც პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, მოკლედ, ეს გადაწყვიტა. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჩვენც გარკვევის პროცესში ვართ, იმიტომ, რომ ამ 5 დღეში თვითონ ეს ამწე იყო ნაქირავები და შესაბამისად, ამ ნაქირავებ ამწეს მოჰყვა ეს ოპერატორიც. შსს-საც მისცეს ჩვენებები, მანდედან ვიცი მეც, რომ ჰქონდა რამდენჯერმე ნათქვამი ეგ, რომ რაღაც იყო მაგასთან დაკავშირებით. ჯვარი და ტელეფონი, სანამ გადმოხტებოდა, მოიხსნა და იქვე იყო დადებული. ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ განზრახ იყო ეს ყველაფერი, - ამბობს გოგა ცერცვაძე.
თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც, თუმცა გადმოვარდნის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, მშენებლობაზე შრომის საუფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან, მუშა გადმოვარდა. 38 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ხერხემალი აქვს დაზიანებული. თავადაპიველად დაშავებული ახალციხის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ის კასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.