სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ახალგაზრდა კაცმა, სტუმრად მყოფი მამაკაცი მოკლა და სოფლის გზაზე დააგდო
სასტიკი მკვლელობა ხაშურში - "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხცისში ახალგაზრდა კაცმა, შუახნის მამაკაცი მოკლა და სოფლის გზაზე დააგდო.
არსებული ინფორმაციით, მოკლული მკვლელობაში ბრალდებულის ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა. სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივი კი ეჭვიანობა გახდა.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული და მოკლულს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო.