ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ოჯახი პასუხისმგებლობას საგამოძიებო უწყებას აკისრებს
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ოჯახი პასუხისმგებლობას საგამოძებო უწყებას აკისრებს - ოჯახს აქვს კითხვა, რატომ გაათავისუფლა სასამართლომ სასტიკ ძალაოდბაში ბრალდებული კაცი.
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდლობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი ახლა ციხეშია. გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი შვილის თვალწინ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს საზარელი დანაშაულის თვითმხილველი ბავშვიც.
სავარაუდოდ, ეს თავს რომ დაესხა, ბავშვი გადაეფარა, მან ბავშვი გააგდო და თავს დაესხა (ყოფილ მეუღლეს). რა გარემოება უნდა გაითვალისწინო, როცა სახლში უვარდება უსუსურ ქალს, ბავშვის თანდასწრებით ცემს, ძალადობს და ის რომ გამოვა არ იძალადებს. უამრავი მაგალითი ყოფილა, რომ გირაოს შემდეგ აუცილებლად კლავენ - აცხადებს დაშავებული ქალის ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ასლანშვილმა ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. ფაქტი გუშინ დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.