თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება
ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს თბილისის საქაქლაქო სასამართლომ ბრალდების მხარის იმ მოწმეების ჩვენებები მოსმინა, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, ძალადობის შემდეგ სპორტმენის ცოლი ნახა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი, კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მასზე სისტემატურად ძალადობდა.
პროცესს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრებოდა, თუმცა განცხადება არც ამჯერად გაუკეთებია.