თბილისის ცენტრში 33 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს
თბილისის ცენტრში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს - 33 წლის მამაკაცს ცეცხლი ავტომატიდან შანიძის ქუჩაზე გაუხსნეს.
ადგილობრივებმა 15- მდე გასროლის ხმა ღამის პირველ საათზე გაიგეს. ბექა მახარაძეს ერთი გამჭოლი ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩუმაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, ის ამ დომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სასწრაფოს მიერ შემოყვანილია უცნობი მამაკაცი ცეცხლასროლი ჭრილობით ზურგის არეში. საოპერაციოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭრილობა არის გამჭოლი და დაზიანებული ჰქონდა რბილი ქსოვილები. გაუკეთდა ოპერაცია, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია"- უთხრა "პირველებს" ქირურგმა კობა თაბაგარმა.
"ტვ პირველის " ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა, თუმცა რატომ გაიმეტეს ახალგაზრდა კაცი უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.