რატომ ვერ მყარდება ლარი - ეკონომისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

25.05.22 11:10
რატომ ვერ მყარდება ლარი - ეკონომისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

რატომ აჩერებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების პროცესს - ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი მაშინ შეისყიდა, როდესაც ერთი დოლარი 2 ლარი 84 თეთრი ღირდა. მთავარი ფინანსური უწყების ამ ქმედებამ ლარის გამყარების პროცესი კიდევ უფრო შეაჩერა. 

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ტურისტული სეზონის დაწყების წინ, როდესაც ქვეყანაში ფინანსური ნაკადი უნდა შემოვიდეს, ეროვნული ბანკის მიერ გადადმული ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

ეროვნულმა ბანკმა და საქართვეოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ჩათვალა, რომ ლარი 2. 84 თეთრზე მეტად არ უნდა გამყარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონი იწყება  და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ფინანსური ნაკადები ამოძრავებულია და რეალურად შესაძლებელი იყო, რომ ლარი ჩამოსულიყო 2. 50 თეთრზე, სამწუხაროდ, იწყება ლარის გაუფასურება კვლავ ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა და საქართველოში არსებული  მონეტარული ბრუნვა ფიზიკურად ვერ იაიტანს ერთიანი ტრანზაქციით 10 მილიონი დოლარის  ამოღებას ბაზრიდან, - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე. 

2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

მსგავსი სიახლეები