რეპრესიების ახალი ტალღა - წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან კიდევ 21 თანამშრომელი გაათავისუფლა
წულუკიანის სადამსჯელო ოპერაცია - კულტურის მინისტრმა ეროვნული მუზუმიდან კიდევ 21 თანამშრომელი გაათავისუფლა. ბრძანება მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებს გუშინ მიუვიდათ. ოფიციალური მიზეზით მეცნიერებს კომპეტენაცია დაუწუნეს, თუმცა, რეალურად, წულუკიანმა ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯა.
უცაბედად გავიგეთ ამბავი, რომ გაგვათავისუფლეს სამსახურიდან და ეს მოხდა, როგორც თვითონ განცხადებაში წერია, რეორგანიზაციის ფარგჰლებში,. თითქოს კომპეტენციას გვიწუნებენ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო. გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა ეს რეორგანიზაციის პროცესი, - ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი.
ის, რომ წულუკიანი კადრებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არჩევს, ის გასაუბრებებიც ადასტურებს, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანდიდატებს ძირითადად კითხვებს პოლიტიკის შესახებ უსვამდნენ.
ძალიან სასაცილოა ამას პროფესიული გასაუბრება დავარქვათ, იმიტომ, რომ იქ იყო აბსოლუტურად გაუგებარი კომპეტენციის საზოგადოება. ახალბედაშვილმა დასვა ასეთი კითხვა, რომ რატომ ვესხმოდი თავს მას და ვინმე ნინოს, რომელიც გაირკვა, რომ იყო ჭიპაშვილი. მოკლედ, აქ იყო საუბარი იმაზე კი არა, ვთქვათ, პროფესიულად რა საქმე მაქვს გაკეთებული, აქ იყო მინიშნება ჩემს „ფეისბუქ“ პოსტებზე, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
რეპრესიების ტალღა იულონ გაგოშიძესაც შეეხო, რომელიც ეროვნულ მუზეუმში უკვე 64წელია მუშაობს. მინისტრს მიზეზები მისთის არ განუმარტავს.
ის საქმიანობა, რაც ახალმა მინისტრმა დაიწყო, ჩემის აზრით, ეს მიმართულია სწორეედ აი, ამ ეროვნული სახის დაკარგვისკენ. მუზეუმის რეორგანიზაცია დავიწყეო, ამბობს. ჩვენ, მაგალითად, ძველი თანამშრომლები გაგვათავისუფლა, დაგვიწერა, რომ რეორგანიზაციის გამო გათავისუფლებთ 1 ივნისიდანო, - ამბობს გაგოშიძე.
"პირველების" ინფორმაციით, თეა წულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 70-მდე ადამიანის გაშვებას გეგმავს. ასევე, ირკვევა, რომ მინისტრმა კაბინეტი მუზეუმის მესამე სართულზე მოიწყო, იქ მომუშავე თანამშრომლები კი ავარიულ შენობაში გაისტუმრა.