დაჭრა თბილისის ცენტრში - პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს
შანიძის 14 ნომერში, სადაც ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. პოლიციას ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ადგილობრივი ყვებიან, რომ კაცი მას შემდეგ დაჭრეს, რაც ის ავტომობილიდან გადოვიდა.
დაჭრილ 33 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.