"11 წლის გოგო ყვება, როგორ დაჩეხა მამამ დედა" - ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული განსასჯელის სკამზეა
ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი განსასჯელის სკამზეა - მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს თუ არა ციხეში განზხრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 36 წლის კაცს.
ამ ეტაპზე ლევან ასლანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისი უფლებადამცველი ანა შიშნიაშვილი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ასლანიშვილი ძალადობისთვის დაკავებული ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო, თუმცა ის მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლა.
დაჭრილი ქალის ადვოკატი კი დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ელისო რუხაძე სისტემურ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალმა ქმრის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციას არაერთხელ შეატყობინა.
ამასთან, ირკვევა, რომ ბრალდებულის 11 წლის შვილი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - სისხლიანი ანგარიშსწორებისას ის დედას გადაეფარა, რის შემდეგაც გული წაუვიდა
ამ საქმეში ძალიან მძიმე სისტემური პრობლემა იკვეთება, ვინაიდან ბრალდებულს წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა გირაო, რაც შემაკავებელი არ იქნა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მან (დასარალებულმა ქალმა) ძალადარაერთხელ მიმართა სამართალდამცავებს. ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თამარი შშმ პირია და ბავშვსაც აქვს გარკვეული სახის პრობლემები. ვაპირებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ მოზხარდისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ბავშვის ჩვენება უმძიმესია - დეტალურად ყვება როგორ დაჩეხა მამამ დედა. მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები მკაცრად არის გამოხატული და ის არის ძალიან მძიმედ" - თქვა ადვოკატმა.