"პირველების" ინფორმაციით, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ყოფილი პოლიციელია
შანიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ყოფილი პოლიციელია - ინფორმაცია "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"პირველების" ინფორმაციით, ბექა მახარაძე კრიმინალური პოლიციიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევა ერთ ერთ ხმაურიან დაკავებას უკავშირდება, რომლის მონაწილედ მახარაძე იყო.
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ 15-მდე გასროლის ხმა გაიგეს.
დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაშია. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.